ჩვენ შესახებ

IQ კლინიკა შეიქმნა 2014 წლის 24 ნოემბერს. დამფუძნებლებს კლინიკის შექმნის იდეისკენ უბიძგათ, მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე დაგროვილი შედეგების ანალიზით, პაციენტების მოთხოვნებზე და საჭიროებებეზე ორიენტირებული კლინიკის შექმნის სურვილმა. 

კლინიკა ანხორციელებს სამედიცინო-დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ მომსახურებას და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც წლების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდნენ სხვადასხვა კლინიკებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.  აიქიუ კლინიკის ექიმების და მთელი სამედიცინო პერსონალის გუნდური მუშაობის შედეგად პაციენტი იღებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. 

მთავარი, რაც IQ კლინიკას განასხვავევბს, არის კლინიკის ორიენტირებულობა საქმიან ადამიანებზე, კლინიკა ითვალისწინებს მათი დღის განრიგს, დროის დეფიციტს და სთავაზობს სამედიცინო მომსახურების მიწოდებას მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სასურველ დროს.

IQ კლინიკაში გრძელდება 15 წლიანი ტრადიცია მსოფლიოს წამყვანი კლინიკებიდან სპეციალისტების მოწვევისა და პაციენტებს ეძლევათ საშუალება მიიღონ მათი მომსახურება. IQ კლინიკა ასევე პაციენტის სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ გადამისამართებას, მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებში და იმ სამედიცინო მომსახურებების მიღებას, რაც საქართველოში არ ხორციელდება.

 

მმართველი გუნდი

მაია ჯანელიძე

×

მაია ჯანელიძე

დამფუძნებელი 

 

მარინა რამაზაშვილი

×

მარინა რამაზაშვილი

დამფუძნებელი 

 

თამარ ხურცილავა

×

თამარ ხურცილავა

გენერალური მენეჯერი