პროფესორი კატაევი IQ კლინიკის მოწვევით უკვე თბილისშია!

  „IQ კლინიკის მოწვევით 2018 წლის 11 ნოემბერს თბილისს ეწვია მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სამეცნიერო კველევითი ინსტიტუტის, თვალის ტრავმების რეკონსტრუქციის განყოფილების გამგე, მსოფლიოში ცნობილი ოფთალმოქირურგი პროფესორი მიხეილ კატაევი.

   პროფესორი მიხეილ კატაევი თბილისში ჩამოდის 2003 წლიდან და მას ჩატარებული აქვს ათასზე მეტი ურთულესი ოპერაცია, როგორც რიგითი მოქალაქეებისათვის, ასევე ქართველი ჯარისკაცებისთვის.

  პაციენტებს ეძლევათ უნიკალური საშუალება მიიღონ მისი სამედიცინო მომსახურეობა. თვალის ურთულესი პლატიკურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები ტარდება კლინიკა „ინოვა“-ს ბაზაზე.

   კეთდება ბავშვთა და მოზრდილთა თვალის ფტოზის (ჩამოვარდნილი ქუთუთო), თანდაყოლილი და შეძენილი (პოსტტრავმული, დამწვრობითი, ნაწიბუროვანი და ა.შ.) ანომალიების, საცრემლე გზების გაუვალობის (ცრემლდენა, ჩირქდენა), რთული პოსტტრავმული და რთული ინსულტის შემდგომი სიელმეების ქირურგილი კორექცია, თვალის პროთეზირება.