IQ კლინიკაში უკვე შესაძლებელია ჩაიტაროთ გეშტალტ თერაპიის სრული კურსი, რომელასც ჩაატარებს გეშტალტ ფსიქო-თერაპევტი იანა კოკოულინა.
გ ე შ ტ ა ლ ტ თ ე რ ა პ ი ა
გეშტალტ თერაპია წარმოადგენს ფსიქოთერაპიულ მიდგომას, რომელიც დააფუძნეს ფრიც პერლზმა (Fritz Perls), ლაურა პერლზმა (Laura Perls) და პოლ გუდმანმა (Paul Goodman) მეოცე საუკუნის 40-იან წლებში. მას შემდეგ, გეშტალტ თერაპია ვითარდება თანამედროვე საზოგადოების მუდმივად ცვალებადი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურალური კონტექსტების შესატყვისად. დროთა განმავლობაში, გეშტალტ თერაპიამ გაამდიდრა იმ საშუალებათა დიაპაზონი, რასაც მიმართავს ადამიანის განვითარების ხელშესაწყობად. კერძოდ, გეშტალტ თერაპიაში იყენებენ არტ-თერაპიის ტექნიკებს, ფსიქოდრამას, კოგნიტურ-ბიჰევიორულ მეთოდებს, სხეულზე ორიენტირებულ პრაქტიკებსა და ნეიროფსიქოლოგიის კონცეფციებს. პრაქტიკული მეთოდების გაფართოების მიუხედავად, გეშტალტ თერაპია ინარჩუნებს თეორიულ საფუძვლებს და ღირებულებებს, როგორიცაა პირადი პასუხისმგებლობის ცნება, ადამიანის შემოქმედებითი და ადაპტაციური პოტენციალის აღიარება. შევეცდებით მოკლედ გაგაცნოთ ის თეორიული ბაზისი, რომელსაც ეყრდნობა გეშტალტ თერაპიის პრაქტიკა.
გეშტალტ თერაპიის თანახმად გადამწყვეტია “აქ და ამჟამად” მიმდინარე პროცესები, ის რაც კლიენტსა და ფსიქოთერაპევტს შორის საუბარში ვლინდება. ფსიქოლოგიურ პრობლემასთან მუშაობა იწყება მიმდინარე რეალობის დანახვითა და მიღებით, რადგანაც არსებული რეალური აწმყო არის სწორედ ის სივრცე, სადაც კლიენტს შეუძლია ახლებურად გააკეთოს არჩევანი. იმის მაგივრად, რომ წარსულში ეძიოს მიზეზებს, ანდა გაჰყვეს მომავლის ფანტაზიებს, ადამიანს შეუძლია საკუთარი თავისა და ცხოვრების შემოქმედი იყოს “აქ და ამჟამად”.
გეშტალტ თერაპია აგრეთვე ხაზს უსვავს თერაპევტსა და კლიენტს შორის “ჰორიზონტალური” ურთიერთობის აუცილებლობას, “მე-შენ” დიალოგის წარმართვის ხელშეწყობას, სადაც კლიენტი და თერაპევტი თანაბრი არიან, და თერაპვეტი კლიენტს მთლიანობითად აღიქვავს.
გეშტალტ თერაპევტის მიზანია კლიენტთან ერთად გამოიკვლიოს თუ როგორ ცხოვრობს კლიენტი, როგორ ურთიერთქმედებს გარემოსთან. თერაპია ხორციელდება რეალური, “აქ-და-ამჟამად” კლიენტსა და თერაპევტს შორის მიმდინარე თერაპიული დიალოგით, რაც ეხმარება კლიენტს გააფართოოს ცნობიერება და დაინახოს არჩევნის გაკეთების და ცვლილების შესაძლებლობა. თერაპიის პროცესში გაცნობიერების და საზრისის მინიჭების უნარების განვითარება ეხმარება კლიენტს გადალახოს ტრავმული გამოცდილებები და ახლებურად წარმართოს საკუთარი ცხოვრება.
“გეშტალტი” (‘Gestalt’) არის გერმანული სიტყვა, რომელსაც აქვს ორი მნიშვნელობა – მთლიანობა (‘the whole’), რომელიც მეტია მის ნაწილების ერთობლიობაზე, და ფორმა, პატერნი (‘the pattern’). გეშტალტ თერაპია ასოცირდება ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობასთან, აღიარებს რა ადამიანთა მჭიდრო მრავალმხრივ ურთიერთკავშირებს და დამოკიდებულებებს სოციალურ, პოლიტიკურ, ეკოლოგიურ გარემოსთან. გეშტალტ თერაპიას გააჩნია მყარი თეორიული საფუძვლები, რაც მოიცავს ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ, აგრეთვე ნეიროფსიქოლოგიურ კონცეფციებს. ამასთან, ის მეტად პრაქტიკულ, შემოქმედებით და კლიენტზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიულ მეთოდს წარმოადგენს.
გეშტალტ თერაპია გვთავაზობს ხანგძლივი ისტორიის მქონე გაცნობიერების პრაქტიკულ მეთოდებს (ე.წ. “მაინდფულნესის”-‘mindfulne