სიახლე IQ კლინიკაში - UROSTYM LABORIE

IQ კლინიკა წარმოგიდგენთ უროგინეკოლოგიურ აპარატს - UROSTYM LABORIE, CANADA შარდვის კონტროლის შეუკავებლობის არაქირურგიული მკურნალობისთვის და მენჯის ფსკერის (იატაკი) რეაბილიტაციისთვის.

როგორც წესი, ორსულობასა და მშობიარობას მოჰყვება მენჯის ფსკერის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის შესუსტება/დაზიანება, რის შედეგადაც ვითარდება საშოს კედლებისი დაწევა, შარდვის შეუკავებლობა და სექსუალური დარღვევები.  მენჯის ფსკერის კუნთების დისფუნქციამ შესაძლოა სხვადასხვა დარღვევები გამოიწვიოს:

·      შარდვის დარღვევები - შარდის შეუკავებლობის დროს ქალები უნებლიედ შარდავენ ხველების, ცემინების, სიცილის ან ფიზიკური დატვირთვისას. ზოგიერთ ქალს აქვს მოშარდვის გამოხატული მოთხოვნილება მაშინაც კი, როცა შარდის ბუშტი ცარიელია, ზოგიერთს კი პირიქით, უჭირთ მოშარდვის დაწყება და შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლა.

·       დეფეკაციის შეუკავებლობა - ბევრი ქალი ვერ აკონტროლებს აირებისა და ფეკალური მასების გამოყოფას.

·      ტკივილი შორისის მიდამოში - ეს მდგომარეობა ხშირია ნამშობიარებ ქალებში, განსაკუთრებით მათთან, ვისაც მშობიარობის დროს განუვითარდა ნახეთქები ან ნაწარმოები იყო ეპიზიოტომია (შორისის ჩაჭრა). მენჯის ფუძის კუნთების დაჭიმულობა წარმოადგენს შორისის მიდამოში ტკივილის მიზეზს მიუხედავად იმისა, რომ ნახეთქები უკვე შეხორცებულია.

·      მენჯის ტკივილი - ზოგიერთ ქალს მშობიარობის შემდგომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სქესობრივი კავშირის დროს აღენიშნება ტკივილი. ამ სიმპტომებს ხშირად აპროვოცირებს მენჯის ფუძის კუნთების დაჭიმულობა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს გარკვეულ სექსუალურ დისკომფორტს.

·     საშოს კედლების დაწევა - გენიტალური პროლაფსი - ორსულობისა და მშობიარობის გამო ხდება მენჯის ფუძის კუნთების მოდუნება. ის ორგანოები, რომლებსაც ეს კუნთები იჭერენ, შესაძლოა დაიწიოს საშოში. ეს პრობლემები ხშირად წარმოიშობა ადრეულ მშობიარობისშემდგომ პერიოდში ან პირიქით - მშობიარობიდან 4-6 თვის შემდეგ.

IQ კლინიკაში მკურნალობა იწყება დიაგნოსტიკით, რომლის დროსაც ფასდება მენჯის ფუძის კუნთების მდგომარეობა და იგეგმება ინდივიდუალური სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსი. ასევე, ექიმი პაციენტს ასწავლის ვარჯიშებს, რომელიც შესაძლოა შესრულდეს დამოუკიდებლადაც სახლის პირობებში.

როგორ აღვადგინოთ მენჯის ფუძის კუნთები მშობიარობის შემდეგ

ბიოლოგიური უკუკავშირი (Feedback)

აღნიშნული თერაპია სრულდება მულტიფუნქციურ, ბიოლოგიურ უკუკავშირზე დაფუძნებულ, ელექტროსტიმულაციის, ელექტრომიოგრაფიის ფართო შესაძლებლობების მქონე აპარატზე - UROSTYM. იგი რეკომენდებულია შარდის ნებისმიერი ტიპის შეუკავებლობის, საშოს კედელების დაწევის, მენჯის ქრონიკული ტკივილისა და სექსუალური დარღვევების დროს.

·         აპარატის მუშაობა ემყარება მრავალ პრაქტიკულ დაკვირვებასა და მეცნიერულად დასაბუთებულ ბიოლოგიური უკუკავშირის მეთოდს.

·         ინტენსიური თერაპია ტარდება ყოვლეკვირეულად სამედიცინო დაწესებულების პირობებში სამედიცინო პერსონალის მიერ.

·    თერაპიის დროს მუცლის წინა კედელზე ფიქსირდება სპეციალური ელექტროდები, რომლებიც აფიქსირებენ კუნთებიდან მომავალ ელექტრონულ სიგნალებს. კუნთებიდან გამომავალი სიგნალები აისახება მონიტორზე, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს დროის რეალურ რეჟიმში დააკვირდეს ასახულ ინფორმაციას და ამ პროცესის აქტიური მონაწილე გახდეს.

·        ქირურგიული მკურნალობის ღირსეული და უსაფრთხო ალტერნატივაა. ბიოლოგიური უკუკავშირის თერაპია 54%-87% არის ეფექტური შარდის შეუკავებლობის მკურნალობაში. სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა შარდის შეკავების ფუნქციის  მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ნევროლოგიური დარღვევების მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში.

IQ კლინიკა გთვაზობთ ზემოაღნიშნულ პროგრამას ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც გულისხმობს საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის გამარტივებას, ფიზიკურ მობილობას, პიროვნულ, ემოციურ, ფსიქოლოგიურ ბალანსს და სექსუალურ ჰარმონიას.